ქალთა ბედნიერება

„ქალთა ბედნიერება“ აერთიანებს 2 პარფიუმერის მაღაზიასა და 3 სილამაზის სალონს. „Top Choice“ -ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში მაღაზია „ქალთა ბედნიერება“ გთავაზობთ 1500-ზე მეტი დასახელების კოსმეტიკურ საშუალებას და აქსესუარს. მაღაზია ფოკუსირებულია მანდილოსნების სეგმენტზე და მოიცავს პარფიუმერულ და თავის მოვლის ყველანაირ საშუალებას, რაც კი შესაძლოა ქალბატონს დასჭირდეს. მრავალწლიანი გამოცდილება და ექსკლუზიური კონტრაქტები მენეჯმენტს საშუალებას აძლევს, მაღაზიაში წარმოდგენილი ჰქონდეთ როგორც საქართველოს ბაზარზე ფართოდ გავრცელებული ყველა კოსმეტიკური საშუალება, ასევე სხვადასხვა დასახელების უნიკალური პროდუქცია, რომელსაც მხოლოდ ქალთა ბედნიერებაში შეხვდებით. "ქალთა ბედნიერება" დაკომპლექტებულია კვალიფიციური და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალებით, რომელთა მთავარი საზრუნავი ხარისხიანი და თანამედროვე მომსახურებით მომხმარებელთა მოთხოვნების მაქსიმალური დაკმაყოფილებაა. ჩვენი საკონტაქტო ნომრებია: 2 95 71 22 აღმაშენებლის 120; 2 95 98 87 აღმაშენებლის 95; 2 21 31 78 პეკინის 7 2 06 07 77 რუსთაველის გამზ.2/4 - გალერია თბილისი