INTELEQTIKA

ინტელექტიკა - ეს არის გამორჩეული მარკეტინგისა და მესამე-ათასწლეულის ბიზნეს-ცნობიერების შერწყმა. ეს არის ბიზნესი, რომელშიც სუბლიმირებულია მისი შემქმნელების სული, მისწრაფება და ვნება, რათა ამ გზით შევძლოთ ჩვენი ცხოვრების დანიშნულების განხორციელება, ანუ: "მსახურების გზით – სამყაროს გაძლიერება და გალამაზება!" რაც მთავარია – ჩვენ ვაშენებთ ბიზნესს, ჩვენი ცხოვრების სტილის გარშემო და არა პირიქით. ჩვენთვის ყველაზე მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ის, რომ ჩვენი ხელმომწერები, მომხმარებლები და უბრალო მკითხველები იზრდებოდნენ პიროვნულად, სულიერად და ინტელექტუალურად. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პროდუქტები და მომსახურება [უფასო/ფასიანი] აუმჯობესებდეს მათ ცოდნას, უნარებს, ცხოვრების სტილს და ხარისხს.