Hotel24.ge: სასტუმროები საქართველოში - Hotels in Georgia - Гостиницы Грузии

საიტი http://hotel24.ge/ გთავაზობთ სასტუმროების სწრაფი და კომფორტული დაჯავშნის შესაძლებლობას ინტერნეტის გამოყენებით, დეპოზიტის წინასწარი გადახდით. დეპოზიტის გადახდისას, თქვენ გარანტირებულად ჯავშნით თქვენთვის აუცილებელს რესურსს და ამიტომ გამოირიცხება სიტუაცია, როდესაც ჩადიხართ უცხო ქვეყანაში ან ქალაქში და წინასწარი არ იცით, იპოვით თუ არა თქვენთვის სასურველ საცხოვრებელს. დაჯავშნა ძალიან მარტივად ხორციელდება. ნახეთ "როგორ დავჯავშნოთ?" ჩვენი პრიორიტეტებია - სასტუმროები, სასტუმრო სახლები, კოტეჯები, ბინები და ვილები საქართველოში, თუმცა კომპანიის ზრდასთან ერთად, ვეცდებით სხვა ქვეყნებიც მოვიცვათ და გავათავსოთ ნებისმიერი ქვეყნის საცხოვრებელი. ჩვენ საქართველოს რაც შეიძლება მეტი საცხოვრებლის შესახებ ინფორმაციის დადებაზე ვართ ფოკუსირებული, რათა ყველაზე ფართო არჩევანის შემოთავაზების შესაძლებლობა გვქონდეს. გვსურს, გავხდეთ ონლაინ დაჯავშნის ლიდერი საქართველოსა და ნელანელა მთელ კავკასიის რეგიონში. საიტზე იპოვით თქვენი მოთხოვნების და ბიუჯეტის შესაბამის საცხოვრებელს, შეძლებთ სასტუმროს სხვა კლიენტების გამოხმაურებების წაკითხვას, მიიღებთ მიმზიდველ ფასდაკლებებს. ასევე შეგეძლებათ შეაფასოთ მომსახურების ხარისხი და დატოვოთ თქვენი გამოხმაურება სასტუმროს დატოვების შემდეგ, რაც მომსახურების დონის ამაღლებას უწყობს ხელს. თქვენი ჯავშნის პროფილში შეგეძლებათ დაჯავშნილი რესურსების ნახვა და ინვოისების მიღება. თქვენ შეგეძლებათ სასტუმროების და ფავორიტი ადგილების დამატება და შემდგომ მათი ადვილად მოძიება. შეგიძლიათ სასტუმროების ერთმანეთისთვის შედარება, რათა თვალნათლივ დაინახოთ ერთის უპირატესობა მეორესთან შედარებით. ასევე შეგეძლებათ სასტუმროების დამატება ე.წ. საბოლოო სიაში, რომელსაც უშუალოდ დაჯავშნის წინ გადახედავთ და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებთ. მოხერხებული და მრავალფუნქციური ძებნა თქვენთვის „იდეალური საცხოვრებლის“ პოვნაში დაგეხმარებათ. კომპანია 2015 წელსაა დაფუძნებული და მდებარეობს ქალაქ თბილისში, საქართველო. ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, გთხოვთ, დაგვიკაშირდეთ კონტაქტი-ს საშუალებით.