თხევადი გაზი LPG

2010 წელს გაზსერვისმა მეოთხე თობის ავტოგაზის სისტემების შემოტანა დაიწო და ამ მიმართულებით დღემდე აქტიურად მუშაობს. ინოვატორი ამ საქმეში სწორედ გაზსერვისია. კომპანია იტალიური ბრენდების A.E.B–ისა და Tartarin–ის ოფიციალური დილერია საქართველოში. გაზსერვისის ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი რამდენჯერმეა იტალიაში აღნიშნული კომპანიების საწარმოებში ნამყოფი. იტალიელი სპეციალისტები კი პერიოდულად ჩამოდიან საქართველოში, რომ გაზსერვისის თანამშრომლებს ტრეინინგები ჩაუტარონ და რჩევები მისცენ. A.E.B ყოველ 6 თვეში აპარატურის განახლებას ახდენს და იგივე სიხშირით სპეციალისტებს საქართველოში გზავნის, რომ ინოვაციები ქართველ ინსტალატორებს გააცნონ. კომპანია მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის პროდუქციაზე მისაღებ ფასებს სთავაზობს. მნიშვნელოვანია, რომ გაზსერვისი მაკომლექტებელ ნაწილებზე 2 წლიან გარანტიას იძლევა.